ENG
ჩვენი გუნდი
           

    საკონსულტაციო-რეკრუტინგ კომპანია HR partners-ი  დაარსდა 2012 წელს ამ დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერთა გუნდის მიერ. წლების მანძილზე კომპანია წარმატებულად თანამშრომლობს სახვადასხვა ინდუსტრიის წამყვან  კომპანიებთან.

    ჩვენი ძირითადი საქმიანობაა დახმარება გავუწიოთ ჩვენს პარტნიორებს პერსონალის შერჩევისა და  ადამიანური რესურსების მართვის პროცესში.  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან მუშაობის მანძილზე ჩვენ დაგვიგროვდა  დიდი  გამოცდილება ისეთ სფეროებში როგორიცაა: წარმოება, სოფლის მეურნეობა, მედიცინა, მშენებლობა, ექსპორტ-იმპორტი, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ლოჯისტიკა და სხვა.

    ჩვენ ვთვლით რომ ადამიანური რესურსების მართვისას არ არსებობს ერთიანი სტანდარტები და აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა. პირველ რიგში ჩვენ ვსწავლობთ პარტნიორების საჭიროებებსა და შესაძლებლობებს, შემდგომ ამის გათვალისწინებით ვმუშაობთ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.

ჩვენ შეგვიძლია:
  • შეგირჩიოთ საუკეთესო და სპეციფიკური პროფესიის სპეციალისტები
  • შეგიქმნათ ადამიანური რესურსების მართვის სისტემა ან გავმართოთ უკვე არსებული
  • მოვაწესრიგოთ თქვენს ადამიანური რესურსების მართვის სისტემაში მიმდინარე პროცესები
  • აგარიდოთ პერსონალის მართვასთან დაკავშირებული  საორგანიზაციო საკითხები
  • აღმოვაჩინოთ და გამოვასწოროთ საკადრო სასმისწარმოებაში დაშვებული შეცდომები
     
ჩვენი მისია

ეძებთ კვალიფიციურ კადრებს?

მოსაწესრიგებელი გაქვთ ადამიანური რესურსების მართვის სიტემა?

ეს ყველაფერი გართმევთ დიდ დროსა და რესურსებს?

თუ ასეა,  მზად ვართ დაგეხმაროთ.

ჩვენი მიზანია HR მომსახურების მაღალი სტანდარტით ხელი შევუწყოთ თქვენი საქმიანობის განვითარებას. ჩვენი მომსახურების ხარისხის გარანტი,  გუნდის წევრების გამოცდილება და პროფესიონალიზმია.

ვინაიდან ჩვენი კლიენტი, პირველ რიგში ჩვენი პარტნიორია, ვინაიდან ჩვენ ვიზრდებით და ვვითარდებით თქვენთან ერთად, თქვენი წარმატება -  ჩვენი წარმატება.